ლუკა მოდრიჩი - რონალდუმ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მომილოცა
ლუკა მოდრიჩი - რონალდუმ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მომილოცა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს კრიშტიანუ რონალდუსთან. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი არ დაესწრო უეფა-ს დაჯილდოების ცერემონიას, სადაც ხორვატი წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, გაჩნდა ჭორები მათ შორის კონფლიქტის შესახებ.

“მოხარული ვარ, რომ “ოქროს ბურთის” ერთ-ერთ პრეტენდენტად დამასახელეს. რონალდუ? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გვქონდა კონტაქტი მას შემდეგ, რაც მე უეფა-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. შეტყობინება გამომიგზავნა, რომელშიც ამ წარმატებას მილოცავდა. იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში შევხვდებით ერთმანეთს”,- მოჰყავს ფრანგულ გაზეთ L’Equipe-ს მოდრიჩის სიტყვები.

დატოვე კომენტარი