ლუკა მოდრიჩი ახალ სეზონში ისევ „მილანში“ ითამაშებს #1TVSPORT
Croatia's Luka Modric during a press conference at the Dallas Stadium, Dallas. Picture date: Tuesday June 16, 2026. (Photo by Martin Rickett/PA Images via Getty Images)
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის „მილანთან“ კონტრაქტის გაგრძელების პროცესი დასკვნით სტადიაშია, – ამის შესახებ იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
წყაროს ცნობით, მოდრიჩი ახლოს არის მილანურ კლუბში კარიერის გაგრძელებასთან. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანი ხორვატი თავისუფალი აგენტი გახდა.
მხარეები ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას მალე დაასრულებენ. უფრო ადრე 40 წლის მოდრიჩმა განაცხადა, რომ თავის მომავალ კარიერაზე გადაწყვეტილებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებდა.
შეგახსენებთ, რომ 2026-27 წლების სეზონში „მილანს“ ახალი მწვრთნელი – რუბენ ამორიმი უხელმძღვანელებს.