ლუკა ერნანდესი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT
ლუკა ერნანდესი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მცველი ლუკა ერნანდესი ვეღარ შეძლებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას, – წერს საფრანგეთის ეროვნული გუნდის პრესსამსახური.

„ბაიერნის“ ფეხბურთელმა გამოკვლევა ჩაიტარა, რომლის შემდეგაც დადასტურდა წინასწარი დიაგნოზი — მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა.

ავსტრალიასთან მატჩში (4:1) ერნანდესმა მე-13 წუთზე მიიღო ტრავმა და ის მისმა ძმამ, ტეო ერნანდესმა შეცვალა.

როგორც ირკვევა, საფრანგეთი ვერ შეძლებს ლუკა ერნანდესის ნაცვლად განაცხადში ახალი ფეხბურთელის შეყვანას, რადგან მოთამაშეთა დამატების დედლაინი ორშაბათს ამოიწურა. საფრანგეთის ნაკრებში ერთადერთი ნომინალური მარცხენა მცველი დარჩა და ეს სწორედ ტეო ერნანდესია.