ლუის სუარესი სკანდალში გაეხვა - ურუგვაელმა იტალიური ენის გამოცდა ჩააწყო
ლუის სუარესი სკანდალში გაეხვა - ურუგვაელმა იტალიური ენის გამოცდა ჩააწყო

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. იტალიის ქალაქ პერუჯას პოლიციამ დარღვევა აღმოაჩინა იტალიური ენის გამოცდისას, რომელსაც ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიური პასპორტის მისაღებად აბარებდა.

პოლიციის ანგარიშში წერია, რომ გამოცდის საკითხები სუარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული, ხოლო ფეხბურთელმა შეფასება ჯერ კიდევ გამოცდის დაწყებამდე მიიღო. საქმეში ეჭვმიტანილებად გადიან პერუჯას უნივერსიტეტის თანამშრომლები. სწორედ ამ უნივერსიტეტში აბარებდა გამოცდას ურუგვაელი იტალიის პასპორტის მისაღებად.

პოლიციამ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა დააყენა. ოთახიდან ასეთი ფრაზები ისმოდა: „მან უნდა გაიაროს ტესტი, მას ხელფასი 10 მილიონი ევრო აქვს“, „მან არ იცის ზმნების უღლება და ლაპარაკობს ინფინიტივებით“, „უთხარით, რომ ნიშანს დაუწერს“ და ა. შ.

აღვნიშნავთ, რომ სუარესის ტრანსფერი „იუვენტუსში“ ჩაიშალა, რადგან ის ვერ მოასწრებდა იტალიის მოქალაქეობის მიღებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. დღეს ფეხბურთელი ახლოს არის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან.

გამოცდების შედეგად, სუარესს მიანიჭეს B1-ე დონე, მაგრამ, ამასთან, პოლიციელების თქმით, მან ცოდნის გაცილებით დაბალი დონე აჩვენა.