ლუის ჰემილტონმა მონებით მოვაჭრეთა ქანდაკებების აღება მოითხოვა
ლუის ჰემილტონმა მონებით მოვაჭრეთა ქანდაკებების აღება მოითხოვა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა დიდი ბრიტანეთის მთავრობას თხოვნით მიმართა, აიღოს ყველა იმ პიროვნების ქანდაკება, რომლებიც მონების ვაჭრობით გამდიდრნენ. „მერსედესის“ პილოტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქალაქ ბრისტოლში აიღეს მე-17 საუკუნეში მონებით მოვაჭრის ედვარდ კოლსტონის ძეგლი და მდინარე ეივონში გადააგდეს.

„ჩვენი ქვეყანა პატივს სცემდა ადამიანს, რომელიც აფრიკელ მონებს ყიდიდა. უნდა აიღონ ყველა იმ რასისტის ძეგლი, რომლებიც ფულს შოულობდნენ ადამიანების გაყიდვით. ვინ არის შემდეგი? მოვუწოდებ ყველა ქვეყნის მთავრობას – შეიტანოს ეს ცვლილება და განახორციელოს ამ რასისტული სიმბოლოების მშვიდობიანი დემონტაჟი“, – დაწერა ჰემილტონმა სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლონდონში ანტირასისტულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა.