ლუის ჰემილტონი გაისად დიდ ბრძოლას ელოდება
ლუის ჰემილტონი გაისად დიდ ბრძოლას ელოდება

„მერსედესის“ პილოტი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი, 2019 წლის სეზონში უფრო მძაფრ კონკურენციას ელოდება. ბრიტანელის თქმით, გაისად ტიტულისთვის უფრო ბევრი პილოტი იბრძოლებს.

„2018 წელი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ყველა რბოლის მოგება ვერ შევძელით,“ – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები F1i-ს. „სეზონის დასაწყისში იყო პრობლემები და ყოველთვის არსებობს ასპექტები, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ. ამაზე მონდომებით ვიმუშავებ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ლეკლერი „ფერარიში“ შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ღირსია ტოპ-გუნდის წევრობის, ფერსტაპენიც მომართულია წარმატებისკენ. ამიტომაც, უნდა დავრჩე მწვერვალზე, რათა მათთან კონკურენცია შევძლო“.

შეგახსენებთ, რომ ჰემილტონმა მიმდინარე სეზონში 10 ეტაპი მოიგო და ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე გაინაღდა კარიერაში მეხუთე ტიტული.