ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტია

17:29, 19.07.2018
Mercedes' Lewis Hamilton who finished second during 2018 British Grand Prix at Silverstone Circuit, Towcester. (Photo by Martin Rickett/PA Images via Getty Images)

Mercedes' Lewis Hamilton who finished second during 2018 British Grand Prix at Silverstone Circuit, Towcester. (Photo by Martin Rickett/PA Images via Getty Images)

გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ბრიტანელ პილოტთან ლუის ჰემილტონთან. გარიგება ორი წელი იქნება ძალაში – 2020 წლის ბოლომდე.

ახალი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ასეთია – ჰემილტონი ორ წელიწადში 80 მილიონ დოლარს მიიღებს (წელიწადში – 40 მილიონი). ეს კი იმას ნიშნავს, რომ 33 წლის ბრიტანელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი გახდება.

ლუის ჰემილტონი 2007 წლიდან გამოდის ფორმულა 1-ში და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. 2013 წელს, ის „მაკლარენიდან“ გადავიდა „მერსედესში“.

მსგავსი