ლუის გარსია – თუ ალისონს მუხლის ტრავმა აქვს, ის მოედანზე დიდი ხანი ვერ დაბრუნდება #1TVSPORT
„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის ტრავმის შესახებ კომენტარი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის გარსიამ გააკეთა.
„თუ ალისონს მუხლის ტრავმა აქვს, ის მოედანზე დიდი ხანი ვერ დაბრუნდება. მამარდაშვილს წინსვლის შესაძლებლობა ეძლევა. მან უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა. ვიცით, რამდენად კარგად შეუძლია თამაში, ის შანსს მიიღებს“, – აცხადებს გარსია.
ალისონ ბეკერმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე „გალათასარაისთან“ მატჩის დროს მიიღო და მოედანი 56-ე წუთზე დატოვა. მის ნაცვლად „ლივერპულის“ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა. საქართველოს ნაკრების მეკარე 30-ე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მთავარ საკლუბო ტურნირზე ითამაშა.
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის თქმით კი, ალისონი ვერც „ჩელსისთან“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით გაიმართება.