ლუის ენრიკემ უპასუხა ფავორიტის საკითხს პსჟ-ბაიერნის ნახევარფინალში #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უპასუხა შეკითხვას – ვინ იქნება ფავორიტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სა და „ბაიერნს“ შორის.
„პრესის აზრით, „ჩელსისთან“ ჩვენ არ ვიყავით ფავორიტები, მაგრამ „ლივერპულთან“ ვიყავით. რას ვფიქრობ ამჯერად? არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი. მნიშვნელოვანია, რას ვაჩვენებთ მოედანზე“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი პარიზში 28 აპრილს გაიმართება, განმეორებითი მიუნხენში – 6 მაისს.