ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში ანსუ ფატი დააბრუნა #1TVSPORT
ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში ანსუ ფატი დააბრუნა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დარჩენილი ორი შესარჩევი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებში დაბრუნდა ანსუ ფატი. მის გარდა, გუნდში კიდევ ოთხი ბარსელონელია. როგორც იქნა, წარმომადგენელი ჰყავს ნაკრებში მადრიდის „რეალს“ დანიელ კარვახალის სახით.

ესპანელებს სერიოზული დანაკლისიც აქვთ – ფერან ტორესი, პედრი, მარკოს ლორენტე, მიკელ ოიარსაბალი და ჟერარ მორენო ტრავმების გამო არ გამოიძახეს.

მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი);

მცველები – სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), დანიელ კარვახალი (რეალი), აიმერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ერიკ გარსია (ბარსელონა), პაუ ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), გავი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (ვალენსია), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), მიკელ მერინო (სოსიედადი):

ფორვარდები – როდრიგო (ლიდსი, ინგლისი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), დანი ოლმო (ლაიპციგი. გერმანია), ანსუ ფატი (ბარსელონა. ესპანეთი), პაბლო სარაბია (სპორტინგი, პორტუგალია), იერემი პინო (ვილიარეალი), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ბრაიმ დიასი (მილანი, იტალია).

ესპანეთის ნაკრებს აუცილებლად მოსაგები აქვს დარჩენილი ორო შეხვედრა: 11 ნოემბერს საბერძნეთთან სტუმრად და 14 ნოემბერს – შინ შვედეთთან.