ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში 17 წლის გავი გამოიძახა #1TVSPORT
ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში 17 წლის გავი გამოიძახა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“ შემადგენლობა დაასახელა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა „ბარსელონას“ნახევარმცველის გავის გამოძახება, რომელიც 5 აგვისტოს გახდა 17 წლის.

მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი);

მცველები – სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), პედრო პორო (სპორტინგი, პორტუგალია), ერიკ გარსია (ბარსელონა), პაუ ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), აიმერიკ ლაპორტი ((მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), სერხიო რეგილონი (ტოტენჰემი), მარკოს ალონსო (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრიგო (ლიდსი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), მიკელ მერინო (სოსიედადი), კოკე (ატლეტიკო), გავი (ბარსელონა);

ფორვარდები – ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პაბლო სარაბია (სპორტინგი, პორტუგალია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი, ინგლისი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), იერემი პინო (ვილიარეალი).

ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ ნახევარფინალში ესპანეთი 6 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ბელგია და საფრანგეთი ითამაშებენ. ფინალი 10 ოქტომბერს არის დანიშნული.

დატოვე კომენტარი