ლუის ენრიკემ ერთა ლიგისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ლუის ენრიკემ ერთა ლიგისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა ერთა ლიგის ივნისის მატჩებისთვის.

მთავარი სიახლეა ნაკრებში მარკო ასენსიოს დაბრუნება. ლუის ენრიკეს ის გუნდში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოუძახია. გარდა ამისა, ესპანელთა დამრიგებელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარეს დავიდ დე ხეას „ბრენტფორდის“ კარის დარაჯი დავიდ რაია ამჯობინა.

ტრავმების გამო არ არიან გამოძახებულნი – პედრი, იერემი პინო და ჟერარდ მორენო.

ესპანეთის ნაკრების 25-კაციანი სია:

მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), დავიდ რაია (ბრენტფორდი. ინგლისი);

მცველები – სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), დანიელ კარვახალი (რეალი), ერიკ გარსია (ბარსელონა), პაუ ტორესი (ვილიარეალი), აიმერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), მარკოს ალონსო (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), გავი (ბარსელონა), მიგელ სოლერი (ვალენსია), კოკე (ატლეტიკო), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო);

ფორვარდები – ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), რაულ დე ტომასი (ესპანიოლი), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), ფერან ტორესი (ბარსელონა), პაბლო სარაბია (სპორტინგი, პორტუგალია), ანსუ ფატი (ბარსელონა), მარკო ასენსიო (რეალი).

ესპანეთის ნაკრები 2 ივნისს სევილიაში მიიღებს პორტუგალიას, 5 ივნისს პრაღაში და 12 ივნისს მალაგაში შეხვდება ჩეხეთს და 9 ივნისს ჟენევაში დაუპირისპირდება შვეიცარიას.