„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ, აზრი გამოთქვა ტურნირის მთავარი ფავორიტის შესახებ.
„ჩემთვის „ბარსელონა“ მთავარი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ისინი ბრწყინვალედ თამაშობენ და ეს მხოლოდ ტურნირის დასაწყისია. ბევრ გუნდს არ გააჩნია ასეთი გასაგები იდენტურობა. გაიხსენეთ, რომელ ადგილზე დავასრულეთ გასულ სეზონში ძირითადი ეტაპი.
ეჭვი არ მეპარება, რომ „ბარსელონა“ მთავარი პრეტენდენტია მოგებაზე. იმედია. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება. ნამდვილი ბრძოლა პლეი ოფის სტადიაში დაიწყება და ვნახოთ, როგორ ითამაშებს თითოეული გუნდი“, – მოჰყავს ლუის ენრიკეს სიტყვები გაზეთ Marca-ს.