ლუის ენრიკე საკლუბო ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელია (ESPN-ის ვერსია) #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა შეადგინა საკლუბო ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი.
სიაში მოხვდა 30 სპეციალისტი. კანდიდატებს აფასებდნენ ექვსი კრიტერიუმით: სამწვრთნელო ალღო, სტილი, შემადგენლობის მართვა, კომუნიკაციის უნარი, მიღწევები და X ფაქტორი (გაკვირვებისა და ახალი იდეების შეთავაზების უნარი).
განიხილებოდნენ მხოლოდ ის მწვრთნელები, რომლებიც, მინიმუმ, ერთი წელი ხელმძღვანელობდნენ ძირითად გუნდს. ისინი, ვინც უმუშევარები არიან ერთი ან მეტი წელი, სიაში ვერ მოხვდნენ.
TOP 20 ასე გამოიყურება:
- ლუის ენრიკე (პსჟ)
- პეპ გვარდიოლა (უკლუბოდ)
- მიკელ არტეტა (არსენალი)
- ჰანს-დიტერ ფლიკი (ბარსელონა)
- უნაი ემერი (ასტონ ვილა)
- ჯანპიერო გასპერინი (რომა)
- ჩაბი ალონსო (ჩელსი)
- არნე სლოტი (უკლუბოდ)
- ვენსან კომპანი (ბაიერნი)
- კრისტიან კივუ (ინტერი)
- ოლივერ გლასნერი (ნოტინგემი)
- ანდონი ირაოლა (ლივერპული)
- ანტონიო კონტე (უკლუბოდ)
- ენცო მარესკა (მანჩესტერ სიტი)
- სესკ ფაბრეგასი (კომო)
- ფაბიან ჰიურცელერი (ბრაიტონი)
- ერნესტო ვალვერდე (უკლუბოდ)
- დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)
- სებასტიან ჰიონესი (შტუტგარტი)
- ედი ჰაუ (უკლუბოდ)
აღსანიშნავია, რომ მაიკლ ქერიქი (მანჩესტერ იუნაიტედი) 21-ე ადგილზეა, ჟოზე მოურინიო (რეალი) – 24-ე ადგილზე, რუბენ ამორიმი (მილანი) – 30-ე ადგილზე.