ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT
ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT

ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის. ესპანელი სპეციალისტი გუნდში 2030 წლის ივნისის ჩათვლით დარჩება, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ლუის ენრიკესთან ერთად პარიზულმა კლუბმა 10 ტიტული მოიპოვა. 2025 წელს „პარი სენ-ჟერმენს“ ენრიკემ ისტორიაში პირველად მოაგებინა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.

მოქმედი ხელშეკრულება ესპანელ სპეციალისტს ფრანგულ კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შესაბამისად, კონტრაქტი სამი წლით გახანგრძლივდება და ის მსოფლიოს სამ ყველაზე მაღალანზღაურებად მწვრთნელს შორის შევა.

მიმდინარე სეზონში, ლუის ენრიკესთან ერთად, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის.