ლუის ენრიკე - გვჯერა, რომ შევძლებთ ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას და შარშანდელი გმირობის გამეორებას #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ილაპარაკა ახალ სეზონში თავისი გუნდის მიზნებზე.
გასულ სეზონში პარიზულმა კლუბმა მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 დაამარცხა „ინტერი“ და არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიოთა თასი.
„მიზანი ახალ სეზონში – გავხდეთ უკეთესები. ვფიქრობ, მოვუმატებთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ჩვენ გვაქვს დრო იმის გასააზრებლად, თამაშის რომელ ასპექტებში უნდა გავუმჯობესდეთ.
რაც შეეხება ტიტულებს, გვინდა, ვიყოთ მზად ყველა ტურნირის მოსაგებად. რა თქმა უნდა, ყველას გვჯერა, რომ შევძლებთ ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას და შარშანდელი გმირობის გამეორებას. თუ გამოგვივა, ისტორიაში შევალთ, თანაც ხმაურიანად. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს“, – მოჰყავს ესპანელი სპეციალისტის სიტყვები UEFA.cоm-ს.