ლუის დიასმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ლუის დიასმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

„ლივერპულის“ კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, ლუის დიასმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

გერმანული გრანდისთვის შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება პრიორიტეტულია და ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ჯამალ მუსიალას ტრავმის შემდეგ გახდა.

ცოტა ხანში მოლაპარაკება დიასის ტრანსფერის თაობაზე „ბაიერნსა“ და „ლივერპულს“ შორის დაიწყება. Transfermarkt-ის მიხედვით, კოლუმბიელის სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ლუის დიასი „ლივერპულის“ წევრი 2022 წლის იანვარში გახდა. მას შემდეგ ინგლისური გუნდის მაისურით მან პრემიერლიგაში 103 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.