ლუჩანო სპალეტი - რაც კვარაცხელიამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა, ესაა მეგობრობა და გუნდურობა, რაც ინდივიდუალურობაზე წინ დგას #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - რაც კვარაცხელიამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა, ესაა მეგობრობა და გუნდურობა, რაც ინდივიდუალურობაზე წინ დგას #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ 3:0 მოგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დუეტი გამოარჩია და „ნაპოლის“ ფეხბურთელები ამ მატჩში გამოვლენილი თვისებებისა და მენტალიტეტის გამო შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა გოლი და მეორეს გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

„ასეთ თამაშებში ფეხბურთელების მენტალიტეტი ვლინდება. „სპეცია“ ნახევარდაცვაში ძლიერად გვებრძოდა და სივრცე მინიმუმამდე შეგვიმცირა.

ყველაზე მეტად პირველ ტაიმში ოსიმენსა და კვარაცხელიას ვკარნახობდი. რატომ? ჩვენ გვჭირდება მათი ხარისხი, მათი კრეატიულობა, მათი ფანტაზია, რადგან მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა და გზების გახსნა ისეთ მომენტებში, როდესაც ეს გზა არ ჩანს.

უბრალოდ ბურთის გადატანა საკმარისი არ არის, გვჭირდებოდა სივრცეების გახსნა, რადგან დღეს ბურთის გადატანა ძალიან რთული იყო, მოედანი კი – ძალიან მშრალი და მძიმე. ჩვენ ვერ ვიპოვეთ იგივე ტემპი, რომელსაც მიჩვეული ვართ. მაგრამ გუნდმა მოახერხა მომენტების ინდივიდუალურად შექმნა.

გუნდური თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს ის, რაც კვარამ ოსიმენის გოლის დროს გააკეთა. ესაა ჩვენი გუნდის მთავარი თვისება, რომელიც ბიჭებმა გაითავისეს. ეს მეგობრობა და გუნდურობა ინდივიდუალურობაზე წინ დგას.

დიახ, კვარაცხელია პენალტისტია, მაგრამ სხვებიც არიან, რომლებსაც დარტყმა შეუძლიათ. დღეს გოლი ოსიმენს კვარამ გაატანინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგში ოსიმენი კვარას გაატანინებს“, – განაცხადა სპალეტიმ Sky Sport Italia-სთან.