ლუჩანო სპალეტი – კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა #1TVSPORT

19:17, 08.10.2022
17 Luglio 2022 Dimaro, Italia - SSC Napoli vs AC Perugia Calcio  - amichevole estive Stadio di  Carciato.
 Nella foto: Luciano Spalletti allenatore (SSC Napoli); Khvicha Kvaratskhelia (SSC Napoli);

July, 2022 Dimaro, Italy - SSC Napoli vs AC Perugia Calcio - 
sport soccer
SSC Napoli vs Perugia - summer friendly match 
Carciato stadium.
In the pic: Luciano Spalletti coach (SSC Napoli); Khvicha Kvaratskhelia (SSC Napoli);

17 Luglio 2022 Dimaro, Italia - SSC Napoli vs AC Perugia Calcio - amichevole estive Stadio di Carciato. Nella foto: Luciano Spalletti allenatore (SSC Napoli); Khvicha Kvaratskhelia (SSC Napoli); July, 2022 Dimaro, Italy - SSC Napoli vs AC Perugia Calcio - sport soccer SSC Napoli vs Perugia - summer friendly match Carciato stadium. In the pic: Luciano Spalletti coach (SSC Napoli); Khvicha Kvaratskhelia (SSC Napoli);

ლუჩიანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ სერია A-ს მე-9 ტურის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება. „ნაპოლის“ მწვრთნელის თქმით, კვარაცხელია გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საშიში არაფერია, მაგრამ ათამაშებს თუ არა, ამაზე გაურკვეული პასუხი არ გაუცია.

„ბოლო რამდენიმე მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ვხვდებით გუნდს, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს, თანაც შედარებით პატარა ზომის მოედანზე. შესაძლოა, ამ მატჩის ბედი ინდივიდუალურმა თამაშმა გადაწყვიტოს. თუ ჩვენ ისევე კონცენტრირებულები ვიქნებით, როგორც დღევანდელ ვარჯიშზე ვნახე, მოგების შანსი გვექნება.

არიან თუ არა 100% მზად ჟელინსკი და კვარაცხელია? დღეს ვითამაშეთ 12/12-ის წინააღმდეგ და ამაში ყველა ჩართული იყო, მათ შორის ჟელენსკიმ და კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშეს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს მატჩი შეცვლების გარეშე.

ყველა მატჩში მეტ-ნაკლებად მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა გვჭირდება. მაგალითად, ნდომბელე ხან თამაშობს და ხან ისვენებს. ასე არის ყველა სხვა, გარდა მათი, ვისაც არაჩვეულებრივი უნარები აქვს. თამაშში 2-3 შეცვლა ყველასთვის უკეთესია, ჩემთვის არც ერთი ფეხბურთელი რეზერვისტი არ არის“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.

მსგავსი