„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა, 14-დღიანი თვითიზოლაცია დაასრულებულია
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა, 14-დღიანი თვითიზოლაცია დაასრულებულია

კორონავირუსის პანდემიამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019-2020 წლების რეგულარული სეზონი გაურკვეველი დროით შეწყვიტა. ლიგაში სეზონის დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

ნბა-ში COVID 19-ით არაერთი კალათბურთელი დაინფიცირდა. მათ შორის იყვნენ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ორი კალათბურთელი, რომელთა ვინაობას გუნდი არ ასახელებს. ვინაიდან გუნდის წევრებს ინფექცია დაუდგინდა, მთლიან კოლექტივს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწია. ESPN-ის ინფორმაციით, ამჟამად ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა.