ლონდონში ჰარი კეინის ავტომობილი გაიტაცეს
ლონდონში ჰარი კეინის ავტომობილი გაიტაცეს

გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინის ავტომობილი უცნობებმა გაიტაცეს. დანაშაული დღის საათებში მოხდა. აღნიშნავენ, რომ მძარცველები გარკვეული ხანი აკვირდებოდნენ კეინის 100 ათას ფუნტად შეფასებულ Range Rover-ს, შემდეგ კი მოხერხებული მომენტი იპოვნეს, ელექტრონული მოწყობილობით კარი გატეხეს და ავტომობილი გაიტაცეს.

პოლიციამ უკვე აცნობა კეინს, რომ ქურდების პოვნის შანსი ძალიან მცირეა, რადგან ისინი პროფესიულად მოქმედებდნენ. თავად ფეხბურთელი მოხარულია, რომ მანქანაში ძვირფასი ნივთები არ იყო და ინციდენტის შედეგად მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დამნაშავეებისგან დაზარალდნენ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი დელე ალი და გუნდის ყოფილი ფეხბურთელი იან ვერტონგენი.