„ლოკომოტივთან" წაგებისთვის, მოსკოველებმა მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტეს
„ლოკომოტივთან" წაგებისთვის, მოსკოველებმა მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტეს

მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყო – ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

„39 წლის კირილ ნოვიკოვი, რომელიც გუნდს სათავეში 2019 წლის დეკემბრიდან უდგას, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაათავისუფლონ. მაგრამ წყარო არ გამორიცხავს, რომ ნოვიკოვმა გუნდს რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურშიც უხელმძღვანელოს, სადაც მოსკოველები გროზნოს „ახმატს“ ხვდებიან,“ – წერს გამოცემა

ნოვიკოვის ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის ზაფხულამდე. მისი გათავისუფლება 17 სექტემბერს გადაწყდა, რადგან ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ სტუმრად „ლოკომოტივთან“ (1: 2) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა – ეს კი რუსეთში სამარცხვინო წაგებად მონათლეს.

შვიდი ტურის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში „დინამო“ 11 ქულით მეხუთეა. ბოლო სეზონი მეექვსე ადგილზე დასრულდა.