ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი“ მესამეზე დაწინაურდა - ელოშვილი გუნდს მოგებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრიაში საკმაოდ დიდი ქართული საფეხბურთო დიასპორაა, რომელთა გუნდებმაც უქმეებზე ითამაშეს.

ყველაზე წარმატებული იყო ავსტრიის ბუნდესლიგაში მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილი, რომლის „ვოლფსბერგერმა“ მე-12 ტურში კლაგენფურტისაუსტრიასთან“ საშინაო არენაზე 2:1 მოიგო და 18 ქულით მე-3 ადგილზე დაწინაურდა. ლოჩოშვილი 67-ე წუთზე გააფრთხილეს, კომპენსირებულ დროში კი შეცვალეს.

გრაცის „შტურმი“ გასვლაზე ავსტრიული ფეხბურთის ლიდერ „ზალცბურგთან“ 1:4 დამარცხდა. სტუმართა შორის არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მოედანს წლის ბოლოს დაუბრუნდება.

ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან ელოშვილის „კაპფენბერგმა“ შინ „ზანკტ პიოლტენს“ 2:0 სძლია. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მე-14 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, მისმა გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა და მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა.

არ უთამაშია ლევან ჟორდანიას, რომელიც ვენის „აუსტრიასდუბლშემადგენლობაშია. „ამშტეტენთან“ სტუმრად წაგებულ (0:2) მატჩში ქართველი ნახევარმცველი ვენის გუნდის განაცხადში არ ყოფილა.