ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „გენტმა“ დიდი ანგარიშით მოიგო #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „გენტმა“ დიდი ანგარიშით მოიგო #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის ლიგაზე ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ „გენტის“ მწვრთნელმა ბელგიის ჩემპიონატის შეხვედრაში დაასვენა, სადაც ჰაინ ვანჰაზებრუკის გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო.

ბელგიის ჯუპილერ ლიგის მე-12 ტურში „გენტი“ გასვლაზე „გენკს“ ესტუმრა, რომელიც სამი ქულით უსწრებდა და მოგება დასაწევად სჭირდებოდა. სტუმრებმა დავალებას თავი ჩინებულად გაართვეს და შეხვედრა 3:0 მოიგეს.

ანგარიში 43-ე წუთზე მატის სამუაზმა გახსნა, მე-60 წუთზე უკრაინელმა რომან ბეზუსმა სტუმართა უპირატესობა ზუსტად შესრულებული პენალტით გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე ტარიკ ტისუდალიმ დააფიქსირა – 3:0 „გენტის“ სასარგებლოდ.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა და ესეც გასაგებია – ტრავმის შემდეგ, 22 წლის ქართველი შემტევი უწინდელი ფიზიკური ფორმის აღდგენას ცდილობს. გიორგიმ 21 ოქტომბერს ბელგრადში „პარტიზანთან“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი ძირითად შემადგელობაში ჩაატარა, დიდი ინტენსივობით კი მისი თამაში სარისკოა.

12 ტურის შემდეგ, „გენტმა“ 17 ქულა დააგროვა, „გენკს“ გაუთანაბრდა და მე-9 ადგილზე დაწინაურდა, ერთი მოგებით კი შეიძლება მეოთხე ადგილზე მყოფ „ეუპენს“ (20) დაეწიოს.