ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა - ქართველი მცველი სამი მატჩით დასაჯეს #1TVSPORT
ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა - ქართველი მცველი სამი მატჩით დასაჯეს #1TVSPORT

ვენის „რაპიდთან“ ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში წაგებულ (1:8) მატჩში „ვოლფსბერგერის“ ლუკა ლოჩოშვილმა წითელი ბარათი მიიღო. ეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში ქართველი მცველისთვის მესამე წითელი აღმოჩნდა – Sky Sport Austria-ს ცნობით, ამ მაჩვენებლით ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგსი რეკორსდმენი გახდა.

ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე წითელი ბარათი მიიღო – უფრო მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის სხვა მოთამაშემ. ბოლო მოთამაშე, რომელიც ბუნდესლიგაში ერთ სეზონში მოედნიდან სამჯერ გააძევეს, 1978/79 წლებში ავგუსტ სტარეკი იყო. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი პირველად პირველ ტურში „ზალცბურგთან“ გააძევეს, მეორედ კი – „ტიროლთან“. ლოჩოშვილმა ბოლო წითელი ბარათი „რაპიდთან“ მიიღო, როდესაც 29-ე წუთზე ერგან კარას კუნგ-ფუს ილეთით დაარტყა“, – წერია Sky Sport Austria-ს ინტერნეტ-გვერდზე.

მომხდარის გამო ბუნდესლიგის სადისციპლინო დეპარტამენტმა ქართველ მცველს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ლოჩოშვილი ბუნდესლიგის უახლოეს სამ შეხვედრას „ლასკთან“, „ტიროლთან“ და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმთან“ გამოტოვებს.