ლობჯანიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა
ლობჯანიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა

ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც გუჯა ლობჯანიძე თავდამსხმელის პოზიციაზე მოხვდა.

კაისარის“ ფორვარდი ელგუჯა ლობჟანიძე ყაზახეთის პრემიერლიგის ყველაზე პროდუქტიული ფორვარდია. ის დაბრუნდა საქართველოდან და გოლს გოლზე იტანს. თანაც, როგორ გაიტანა – მისი „მაკრატელტათი“ გატანილი გოლი „ჟეტისუს“ მეკარესა და მცველებს კოშმარებში დიდი ხნის განმავლობაში დაესიზმრებათ“ – წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა, „კაისარმა“ საშინაო მატჩში „ჟეტისუ“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კი 28 წლის ლობჟანიძემ 75-ე წუთზე გაიტანა – მეკარემ და მცველებმა მის მიერ „მაკრატელათი“ გატანილ ეფექტურ გოლს მხოლოდ თვალი გააყოლეს.

ლობჯანიძის ფანტასტიკური დარტყმა – „კაისარმა“ ქართველის გოლით მოიგო (ვიდეო)