ლობჯანიძის ფანტასტიკური დარტყმა - „კაისარმა“ ქართველის გოლით მოიგო (ვიდეო)

ყაზახეთში საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა და გუჯა ლობჯანიძე წარმატებული თამაშით ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა, „კაისარმა“ საშინაო მატჩში „ჟეტისუ” 1:0 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი როლი ლობჯანიძემ ითამაშა. 28 წლის თავდამსხმელმა 75-ე წუთზე „მაკრატელათი” ისეთი ეფექტური გოლი გაიტანა, შესაძლოა, წლის გოლის ავტორობის პრეტენზიაც ჰქონდეს.

ეს ყაზახეთის პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მოხდა. „კაისარმა“ ამ გამარჯვებით 10 ქულა დააგროვა, ქულებით „ასტანასა” და „ორდაბასს” დაეწია და მესამე ადგილზე აინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „კაისარმა“ 3 მატჩი მოიგო, ორჯერ კი 3 ქულა ქართველის გოლით მოიპოვა.