ლობჟანიძის „ჰატაისპორის“ კარში თავდამსხმელი ჩადგა და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVPORT

საბა ლობჟანიძე თურქეთში უჩვეულო შეხვედრის მონაწილე გახდა. საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევის გუნდმა „ჰატაისპორმა“ თურქეთის თასზე პირველი ლიგის მესამეადგილოსანს, „ეიუპსპორს” უმასპინძლა და 9 კაცით დარჩენილმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

თასის 1/32-ფინალურ მატჩში სტუმრები მე-19 წუთზე ენეს კესკინმა დააწინაურა, ანგარიში „ჰატაისპორმა“ 74-ე წუთზე გაათანაბრა – სტუმართა კარი ფატიჰ კურუჩუკმა აიღო. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა, დამატებული დრო კი „ჰატაისპორმა“ 10 ფეხბურთელით დაიწყო, რადგან 90+4-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე აბდულა იგიტერი არბიტრმა მოედნიდან გააძევა, რომელიც იაზუზ ბოიარმა შეცვალა. 120+1-ე წუთზე მასაც წითელი ბარათი აჩვენეს და კარში სენეგალელი თავდამსხმელი, „მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელი მამე დიუფი ჩადგა.

საბა ლობჟანიძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე გოლამდე ცოტა ხნით ადრე, 62-ე წუთზე გამოჩნდა. მან პენალტების სერიაში მეორე დარტყმა შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. მასპინძლებმა სერია უკეთ შეასრულეს, უმძიმესი მატჩი 4:3 მოიგეს და თურქეთის თასის 1/16-ფინალში გავიდნენ.

დატოვე კომენტარი