ლობჟანიძე საუკეთესო თერთმეტეულში - საბა 12 ტურის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT
ლობჟანიძე საუკეთესო თერთმეტეულში - საბა 12 ტურის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის პირველი 12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული 11 მოთამაშე სუპერლიგის პარტნიორი ტელეკომპანია beinsports-ის თურქულმა ბიურომ შეადგინა.

ცხადია, ეს არ იყო სუბიექტურად შედგენილი სიმბოლური ნაკრები, რადგან ტელეკომპანიამ თურქეთის სუპერლიგის გამორჩეული ფეხბურთელები სტატისტიკისა და ანალიტიკის ცნობილი კომპანიის, OPTA-ს მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

თურქეთის სუპერლიგის სიმბოლური ნაკრები beinsports-მა კლასიკური 4-3-3 სათამაშო სქემით შეადგინეს. მაგრამ ყველაზე მოულოდნელი ისაა, რომ საბა ლობჟანიძე შემტევებში ცენტრალური ნახევარმცველსი პოზიციაზე დაასახელეს.

მთავარია, რომ სიაში საქართველოს ნაკრებისა და „ჰატაისპორის“ 26 წლის შემტევი ნახევარმცველის მოხვედრა მნიშვნელოვანი აღიარებაა – თურქეთში ქართველი ფეხბურთელები პერიოდულად სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილან, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი პერიოდის გათვლით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას სხვა ფასი აქვს.

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ პირველ 12 ტურში ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა – ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი მიმდინარე სეზონს წარმატებით ატარებს.