ლიზ ტრასი - ბრიტანეთი მუშაობს პარტნიორებთან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გადასამოწმებლად
ლიზ ტრასი - ბრიტანეთი მუშაობს პარტნიორებთან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გადასამოწმებლად

დიდი ბრიტანეთი თავის პარტნიორებთან მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გადასამოწმებლად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, არის ცნობები, რომ რუსეთის ძალებმა შესაძლოა, მარიუპოლში თავდასხმისთვის ქიმიური აგენტები გამოიყენეს.

„ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება უმოწყალო ესკალაცია ამ კონფლიქტში და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პუტინს და მის რეჟიმს“, – წერს ლიზ ტრასი.

შეგახსენებთ, „აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს გამოუვლინდა.