„ლივერპულმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ტოპ-ოთხეულში შევიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად გაანადგურა „ბარნლი“ – 3:0. გოლები რობერტო ფირმინომ (43 წუთი), ფილიპსმა (52) და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა (88) გაიტანეს.
იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, 66 ქულა დააგროვა და ტოპ-ოთხეულში შევიდა – მერსისაიდელები ქულებით გაუთანაბრდნენ „ლესტერს“ და გაუსწრეს მას ბურთების უკეთესი სხვაობით.
ბოლო ტურში „ლივერპული“ უმასპინძლებს „კრისტალ პალასს“, „ლესტერი“ – „ტოტენჰემს“. ორივე მატჩი 23 მაისს გაიმართება. თუ გუნდები ერთნაირ ქულებს დააგროვებენ, მეოთხე ადგილის ბედს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს.