„ლივერპულმა“ შინ წააგო „ბრაიტონთან“ - „ენფილდზე“ მოუგებელი სერია ოთხ მატჩამდე ავიდა [ვიდეო]
„ლივერპულმა“ შინ წააგო „ბრაიტონთან“ - „ენფილდზე“ მოუგებელი სერია ოთხ მატჩამდე ავიდა [ვიდეო]

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე წააგო „ბრაიტონთან“ და მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ფორვარდმა სტივენ ალსატემ გაიტანა.

„ლივერპული“ პირველად ბოლო 39 წელიწადში დამარცხდა შინ “ბრაიტონთან” და ახლა, საკუთარ „ენფილდზე“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ამ წაგების შემდეგ, „ლივერპული“ მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა და მისი ჩამორჩენა ლიდერ „მანჩესტერ სიტისთან“ შვიდ ქულას შეადგენს. ეს გუნდები უახლოეს უქმეებზე „ენფილდზე“ შეხვდებიან ერთმანეთს.