„ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი - გიორგი მამარდაშვილმა კარგი შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
„ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი - გიორგი მამარდაშვილმა კარგი შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ დებიუტის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ისაუბრა.

„შეხვედრაში ის ფეხბურთელები გავიდნენ მოედანზე, რომლებსაც დიდი ხანია, არ უთამაშიათ. გიორგი მამარდაშვილმა კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისევე როგორც ფედერიკო კიეზამ და ჯოვანი ლეონმა“, – ამბობს სლოტი.

ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველმა მეკარემაც დაწერა:

„პირველი მატჩი „ლივერპულში“ – განსაკუთრებული დღე, ახალი თავი ჩემს კარიერაში. დიდი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის თამაშს კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც გამოეხმაურა:

„არნე სლოტმა სამშაბათს, საღამოს ლიგის თასის მესამე რაუნდში „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, ხოლო ალისონ ბეკერი დაასვენა. ქართველმა მეკარემ „ლივერპულში“ სადებიუტო მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა“.