ლიტერატურის დარგში 2018 წლის ნობელიანტი პრემიას 2019 წლის გამარჯვებულთან ერთად მიიღებს
ლიტერატურის დარგში 2018 წლის ნობელიანტი პრემიას 2019 წლის გამარჯვებულთან ერთად მიიღებს

ლიტერატურის დარგში ნობელის 2018 წლის პრემიას გამარჯვებულს 2019 წელს გადასცემენ, – ამის შესახებ შვედური მედია ლიტერატურის აკადემიის წარმომადგენლების გაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ყოველდღიური შვედური გამოცემის ცნობით, ნობელიანტი პრემიას 2019 წლის გამარჯვებულთან ერთად მიიღებს.

როგორც ცნობილია, შემოდგომაზე ლიტერატურის დარგში 2018 და 2019 წლის ნობელის პრემიის კანდიდატებს დაასახელებენ, რის შემდეგაც გამარჯვებულს ნობელის პრემიით დააჯილდოებენ.

2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის შეჩერების მიზეზი სექსსკანდალი გახდა. შვედეთის აკადემიის მიერ დაფინანსებული კულტურული პროექტის ხელმძღვანელი ჟან კლოდ არნო გასულ წელს რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეულ შემთხვევებში სექსუალური შევიწროებები აკადემიის კუთვნილ შენობებშიც ხორციელდებოდა. ამასთან, ფოტოგრაფი ჟან კლოდ არნო ლიტერატურის დარგში მომავალი კანდიდატების ვინაობებს გარეშე პირებს უმხელდა.
სექსსკანდალის შემდეგ შვედეთის აკადემიამ 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაცემაზე უარი განაცხადა.