ლიონელ მესის 2023 წელს „ინტერ მაიამიში“ ელოდებიან #1TVSPORT
ლიონელ მესის 2023 წელს „ინტერ მაიამიში“ ელოდებიან #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, „მეიჯორ ლიგ სოკერის“ კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს.

როგორც ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, ელოდებიან, რომ არგენტინელი დევიდ ბექჰემის კლუბთან კონტრაქტს 2023 წელს გააფორმებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესიმ მაიამიში უძრავი ქონება შეიძინა.

2021 წელს, ლიონელ მესი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.