ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი გამოტოვოს #1TVSPORT
ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი გამოტოვოს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ლიონელ მესის მონაწილეობა „ბაიერნის“ წინააღმდეგ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს. არგენტინელმა „მარსელთან“ საფრანგეთის თასის მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო. მესი ნამდვილად არ ითამაშებს 11 თებერვალს „მონაკოს“ წინააღმდეგ, ხოლო 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში „ბაიერნთან“ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ამასთან, პარიზულ კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სჯერათ, რომ მესის შეეძლება გერმანიის ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა ლიგა 1-ში 10 გოლი გაიტანა.