ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების რეკორდსმენია [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ლიონელ მესი და კომპანია ბოლივიას დაუპირისპირდნენ და 4:1 დაამარცხეს.
ეს მატჩი ისტორიული აღმოჩნდა არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში: ლიონელ მესიმ 148-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა და არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. მანამდე ყველაზე მეტი, 147 ხავიერ მასკერანოს ჰქონდა ნათამაშები.
🙌 𝙉𝙀𝙒 𝙍𝙀𝘾𝙊𝙍𝘿
🇦🇷 Leo #Messi has now become the player with the most appearances with the national team of @Argentina (148).A TRUE LEGEND, LEO! CONGRATULATIONS! #CopaAmerica2021 pic.twitter.com/j85dY6lVxT
— FC Barcelona (@FCBarcelona) June 28, 2021
ბოლივიასთან შეხვედრა მესის ქომაგებს მისი გოლებითა და ეფექტური პასითაც დაამახსოვრდებათ.
კოპა ამერიკაზე გუნდები 1/4 ფინალში ასე დაწყვილდნენ
03.07, 01:00 პერუ-პარაგვაი
03.07, 04:00 ბრაზილია-ჩილე
04.07, 02:00 ურუგვაი-კოლუმბია
04.07, 05:00 არგენტინა-ეკვადორი