ლიონელ მესიმ აღიარა ფინალში ესპანეთის უპირატესობა – ისინი უკეთესები იყვნენ #1TVSPORT

02:41, 20.07.2026

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ აღიარა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის გუნდზე ესპანეთის ნაკრების უპირატესობა.

„ნაღვლიანი ვარ, მაგრამ მესმის, რომ მოედანზე ძალები სრულად დავხარჯეთ. სიმართლე ითქვას, ისინი უკეთესები იყვნენ. ჩვენ წავაგეთ და ვიღებთ ამას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაგვავიწყდება ყველაფერი, რასაც ამ მომენტისთვის მივაღწიეთ. ამიტომაც მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, მოთამაშეებსა და მთელს ქვეყანას“, – მოჰყავს მესის სიტყვები ESPN-ს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა არგენტინა და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

მსგავსი