ლინდსი გრემი - ცუდი დღეა მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ მიულერის გამოძიება დონალდ ტრამპს გადააყენებდა
ლინდსი გრემი - ცუდი დღეა მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ მიულერის გამოძიება დონალდ ტრამპს გადააყენებდა

ცუდი დღეა მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ მიულერის გამოძიება დონალდ ტრამპს გადააყენებდა, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ „ტვითერში“ აშშ-ის სპეციალური პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაწერა.

სენატორის თქმით, კარგი დღეა კანონის უზენაესობისთვის, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდისთვის.

„არ არის შეთქმულება, არ რის ობსტრუქცია. პრეზიდენტ ტრამპის თავზე არსებული ღრუბელი ამ ანგარიშმა გაფანტა“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ თქვა, რომ ანგარიში იმაზე უკეთესია, ვიდრე ელოდა.

შეგახსენებთ, რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულება ვერ დაადგინა.