ლინდელოფის სახლში ქურდები შეიჭრნენ - ფეხბურთელის ოჯახის წევრები კარადაში დაიმალნენ #1TVSPORT
ლინდელოფის სახლში ქურდები შეიჭრნენ - ფეხბურთელის ოჯახის წევრები კარადაში დაიმალნენ #1TVSPORT

პრემიერლიგის მატჩის დროს, რომელშიც „ბრენტფორდი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ქურდები მანჩესტერელთა მცველის ვიქტორ ლინდელოფის სახლში შეიპარნენ.

გაზეთ Daily mail-ის ინფორმაციით, იმ მომენტში ფეხბურთელის ცოლი მაია ნილსონი ბავშვებთან ერთად შინ იმყოფებოდა. როცა ის მიხვდა, რომ სახლში ქურდები შევიდნენ, შვილებთან ერთად კარადაში დაიმალა.

„მატჩის დროს, მანჩესტერში ჩვენს სახლში ქურდები შემოვიდნენ. შინ მარტო ვიყავი ორ ბავშვთან ერთად, მაგრამ შევძელით კარადაში დამალვა.

ყველაფერი წესრიგში გვაქვს, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია, რომ ძალიან მძიმე და საშიში გამოცდილება იყო.

ახლა მთელი ოჯახით შვედეთში ვიმყოფებით“, – განაცხადა შვედი ფეხბურთელის ცოლმა.