ლიკა ჯიჯეიშვილმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა | იუნიორთა მსოფლიო თასი ხმლით ფარიკაობაში

20:48, 05.01.2019

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავეთა შორის იუნიორთა მსოფლიო თასი მიმდინარეობს, სადაც დღეს ქართველი ლიკა ჯიჯეიშვილი ასპარეზობდა. ლიკა საუკეთესო რვა სპორტსმენში მოხვდა და გამოსვლა დაასრულა.

პირველ ეტაპზე ის ავსტრიელ ევა-მარია გუტს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ანგარიშით 15:4 დაამარცხა. T64-ში მისი მოწინააღმდეგე რუმინელი მარია მატეია იყო. ლიკამ მატეიასაც მოუგო (15-10) და შემდეგ უკრაინელ ოლექსანდრა ბონდარს 15-11 აჯობა.

მერვედფინალში ჯიჯეიშვილის მეტოქე ფრანგი კოლის სუზანი იყო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით 15-14 დასრულდა. მეოთხედფინალში მან გერმანელ ლიზა გეტტესთან წააგო (15-11) და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ქალთა ტურნირში 153 მოფარიკავე გამოდიოდა.

მსგავსი