ლიდერების მატჩი დენვერმა მოიგო [ვიდეო]
ლიდერების მატჩი დენვერმა მოიგო [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები ჩატარდა. ცენტრალური დაპირისპირება „პეპსი ცენტრში“ შედგა. დენვერი და ტორონტო აღნიშნულ შეხვედრას კონფერენციების ლიდერების რანგში შეხვდნენ. ძირითადი აქცენტი ორივე გუნდმა მჭიდრო დაცვაზე გააკეთა და აქედან გამომდინარე მატჩი საკმაოდ დაბალშედეგიანი (NBA-ს პარამეტრებით) აღმოჩნდა.

პირველი ტაიმი „რეპტორზმა“ უკეთ ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. მეორე ტაიმი კანადურმა კლუბმა სრულად ჩააგდო. მასპინძლებმა გასნაკუთრებით მაღალ დონეზე შეხვედრის ბოლო მეოთხედი ჩაატარეს, რომელშიც მეტოქეს მხოლოდ 14 ქულა გააკეთებინეს. საბოლოოდ „ნაგეტსმა“ 95-86 გაიმარჯვა. დენვერელთა შემადგენლობაში, ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა 26 ქულით და 9 მოხსნით. ტორონტოს კავაი ლეონარდი დაუბრუნდა, რომელმაც კოლორადოელთა წინააღმდეგ 29 ქულა და 14 მოხსნა გაიფორმა. დენვერი, ბევრისთვის მოულოდნელად, კვლავ განაგრძობს დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას. მარცხის მიუხედავად ტორონტომ აღმოსავლეთში პირველი ადგილი შეინარჩუნა

3 ნოემბრის შემდეგ პირველი საშინაო მარცხი განიცადა დალას „მავერიქსმა“. ტექსასურმა კლუბმა საკუთარ „ემერიქან ეირლაინს არენაზე“ საკრამენტო „კინგზთან“ 113-120 წააგო. ლუკა დონჩიჩის შესანიშნავმა თამაშმა მასპინძლები მარცხისგან ვერ იხსნა. ახალგაზრდა სლოვენიელმა 29 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა გააკეთა. ამ შედეგის შემდეგ დალასმა და საკრამენტომ სატურინირო ცხრილში ადგილები გაცვალეს. საკრამენტო მერვე პოზიციაზე ავიდა და პლეი-ოფის ზონაშია.

ატლანტა-ბრუკლინი 144-127
ინდიანა-ნიუ იორკი 110-99
კლივლენდი-ფილადელფია 105-128
ვაშინგტონი-ლეიკერსი 128-110
ნიუ ორლეანსი-მაიამი 96-102