ლიბერტადორესის თასი 2026 | ცნობილია შვიდი მეოთხედფინალისტი #1TVSPORT
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე, კოპა ლიბერტადორესზე თითქმის დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. მხოლოდ ერთ წყვილშია გასარკვევი გამარჯვებული: კოლუმბიის „დეპორტეს ტოლიმამ“ ეკვადორის „ინდეპენდიენტე დელა ვალესთან“ პირველი მატჩი შინ 0:1 წააგო. განმეორებითი შეხვედრა 25 აგვისტოს ეკვადორში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ბრაზილიის „ფლამენგოს“ შეხვდება.
შვიდი მეოთხედფინალისტიდან ოთხ გუნდს წარმოადგენს ბრაზილია – 1/4-ფინალის ოთხივე წყვილში იქნება ამ ქვეყნის გუნდი.
1/8-ფინალი
ესტუდიანტესი (არგ)-უნ. კატოლიკა (ჩილ) 1:1, 3:0
მირასოლი (ბრა)-ლდუ კიტო (ეკვ) 1:1, 0:0, პენ. 4:5
ფლუმინენსე (ბრა)-ინდეპენდიენტე (არგ) 0:0, 1:1, პენ. 5:4
კრუზეირო (ბრა)-ფლამენგო (ბრა) 1:1, 1:2
პლატენსე (არგ)-კოკუიმბო (ჩილ) 1:1, 0:0, პენ. 7:6
პალმეირასი (ბრა)-სერო პორტენიო (პარ) 1:1, 1:0
როსარიო (არგ)-კორინთიანსი (ბრა) 0:0, 0:1
დეპორტეს ტოლიმა (კოლ)-ინდეპენდიენტე (ეკვ) 0:1, 25 აგვისტო
1/4-ფინალი
ესტუდიანტესი-კორინთიანსი
პალმეირასი-ლდუ კიტო
ფლუმინენსე-პლატენსე
დეპორტეს ტოლიმა/ინდეპენდიენტე – ფლამენგო
პირველი მატჩები 8/10 სექტემბერს გაიმართება, განმეორებითი – 15/17 სექტემბერს.