„ლევერკუზენმა“ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე შეიძინა #1TVSPORT

19:03, 03.06.2025

ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ მარკ ფლეკენმა „ბრენტფორდი“ დატოვა და კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა „ლევერკუზენთან“.

ფლეკენთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ დაწერა გერმანული კლუბის პრესსამსახურმა. არაოფიციალური ინფორმაციით, გარიგების თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში მარკ ფლეკენმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 59 გოლი გაუშვა.

მსგავსი