„ლევერკუზენმა“ ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„ლევერკუზენმა“ ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„ლევერკუზენმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჩაბი ალონსოსთან.

როგორც კლუბის პრესსამსახური წერს, ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. წინა კონტრაქტს 2024 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა ვადა.

ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლის ოქტომბერში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გერმანული კლუბი გასულ სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა და ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა.