„ლევანტეს“ საუკეთესოებში მეორე შეფასება ქოჩორაშვილმა დაიმსახურა
„ლევანტეს“ საუკეთესოებში მეორე შეფასება ქოჩორაშვილმა დაიმსახურა

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა, პირველი სრული მატჩი ჩაატარა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა – ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ანალიტიკური გვერდის, „Sofascore“-ის შეფასება, რომლის მხიედვითაც 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ესპანურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) 1/32-ფინალში „ლევანტე“ გასვლაზე „პორტუგალეტეს“ ესტუმრა, სერხიო ლეონის დუბლით 1:2 დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა. გამარჯვებულ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ 32 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა დაიმსახურა – 8,2 ქულა.

გიორგი ქოჩორაშვილილევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, პაკო პოლესმა მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად არ ათამაშა – 21 წლის ქართველი მარჯვენა ფლანგის შემტევად დააყენეს. ამის ფონზე უფრო მნიშნველოვანია, რომ გიორგის Sofascore-მა გუნდში მეორე შეფასება დაუწერა – 7,2 ქულა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმების შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტეში“ დებიუტიც სამეფო თასზე ჰქონდა – მან ესპანეთის თასის 1/64 ფინალურ შეხვედრაში „რასინგ მურსიასთან“ (5:0) გოლის გატანაც მოახერხა და 7,7 ქულა დაიმსახურა.