„ლევანტემ“ კონკურენტი „მირანდესი“ დაამარცხა, საგოლე კომბინაცია ქოჩორაშვილმა დაიწყო #1TVSPORT
„ლევანტემ“ კონკურენტი „მირანდესი“ დაამარცხა, საგოლე კომბინაცია ქოჩორაშვილმა დაიწყო #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ კონკურენტ „მირანდესს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე შეტევაშიც თავისი წვლილი შეიტანა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თავიდან უპირატესობას „მირანდესი“ ფლობდა, მაგრამ შემდეგ „ლევანტემ“ შეუტია და მიზანს 65-ე წუთზე მიაღწია – გიორგი ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და შეტევა გააგრძელა, რომელიც საბოლოოდ კარლოს ალვარესმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

მატჩის ბოლოს არბიტრმა ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 28 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 47 ქულით მე-6 ადგილზეა, მაგრამ მეხუთეადგილოსან „მირანდესთან“ (48) სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.