ლევანდოვსკიმ თავის აგენტს „რეალში“ ტრანსფერის განხორციელება დაავალა #1TVSPORT
ლევანდოვსკიმ თავის აგენტს „რეალში“ ტრანსფერის განხორციელება დაავალა #1TVSPORT

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში „ბაიერნის“ დატოვებას ფიქრობს.

ფეხბურთელს ხიბლავს მადრიდის „რეალის“ პოპულარობა და ამბიციები და ოცნებობს ამ კლუბში თამაშზე. ირკვევა, რომ ამ დღეებში პოლონელმა თხოვა თავის აგენტს პინი ზაჰავის – მაქსიმალური პრიორიტეტი „რეალში“ ტრანსფერს მიანიჭოს.

მადრიდულ კლუბში სათანადოდ აფასებენ ლევანდოვსკის პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებს, მაგრამ ესპანელთა ინტერესის სფეროშია, აგრეთვე, უფრო ახალგაზრდა ბომბარდირი „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰალანდი. „რეალი“ აპირებს 21 წლის ნორვეგიელისთვის ბრძოლას, რომელზეც პრეტენზიას ასევე „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ აცხადებენ.

ამ სეზონში 33 წლის ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა.