ლევანდოვსკი - სავსებით შესაძლებელია, რომ ბოლოჯერ ვითამაშე „ბაიერნში“ #1TVSPORT
ლევანდოვსკი - სავსებით შესაძლებელია, რომ ბოლოჯერ ვითამაშე „ბაიერნში“ #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაუშვა იმის ალბათობა, რომ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა მიუნხენურ კლუბში.

ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა. ბოლო ტურში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგთან“ 2:2 ითამაშა. ერთი გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა – ეს მისთვის სეზონში 50-ე გოლი იყო.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი „ბაიერნში“. ამის გარანტიას ვერ ვიძლევი, მაგრამ ალბათობა არსებობს.

გვინდა საუკეთესო გამოსავალი ვიპოვნოთ ჩემთვისაც და კლუბისთვისაც“, – განაცხადა პოლონელმა.