ლევანდოვსკი „ბაიერნის“ ვარჯიშების ბოიკოტირებას აპირებს #1TVSPORT
ლევანდოვსკი „ბაიერნის“ ვარჯიშების ბოიკოტირებას აპირებს #1TVSPORT

„ბაიერნის“ კაპიტნისა და ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალი მიუნხენურ კლუბში კვლავაც გაურკვეველია. პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულია „ბარსელონა“, მაგრამ კატალოინელები ვერაფრით ახერხებენ გერმანიის ჩემპიონთან მოლაპარაკებას. ორი დღის წინ, გერმანელებმა უარყვეს „ბარსელონას“ რიგით მესამე წინადადება,

როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, „ბარსელონას“ არ უნდა მეოთხე წინადადების გაკეთება პოლონელთან დაკავშირებით. შექმნილ სიტუაციაში, 33 წლის ლევანდოვსკი იძულებული იქნება 12 ივლისს შეუერთდეს „ბაიერნს“ და დაიწყოს სეზონისთვის მომზადება. აღნიშნავენ, რომ ფორვარდმა, რომელსაც სურს კლუბიდან წასვლა, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს ვარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეთავაზების მიხედვით, „ბარსელონა“ მზად არის ლევანდოვსკიში 40+5 მილიონი ევრო გადაიხადოს, „ბაიერნი“ კი მინიმუმ 50 მილიონს ითხოვს.